კრემლის გადაწყვეტილება და გამოხმაურებები თბილისიდან

24 ნოემბერი 2016, 00:00 3181 ნახვა

ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთსა და თვითაღიარებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ჯარების გაერთიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს მთავრობაში გამოეხმაურნენ. ,,ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მოსკოვის ანექსიურ პოლიტიკას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება და საქართველოს უმთავრეს გამოწვევად ტერიტორიების დეოკუპაცია დარჩება. ე.წ. ჯარების გაერთიანება შეიარაღებულ თავდასხმაზე რეაგირებას, ასევე სამხედრო უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს. აგრესიისა და საომარ პერიოდში დაჯგუფება რუსეთის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში გადავა. ე.წ. შეთანხმებას მხარს არ უჭერს ბირტანეთი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი