პაციენტის მონაცემების გასაჯაროებისთვის ინსპექტორის სამსახურმა ექიმი დააჯარიმა

17 აგვისტო 2021, 12:05 1228 ნახვა

დაჯარიმებულია ექიმი, რომელმაც პაციენტის მონაცემები სოციალურ ქსელში არაკანონიერად გაასაჯაროვა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ.

უწყების განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. დადგინდა, რომ აღნიშნული ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა მინიჭებული სამედიცინო დაწესებულების მხრიდან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი