რუსული პროპაგანდა

24 ნოემბერი 2016, 00:00 3192 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ერთიანი და კოორდინირებული გეგმის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობენ. მმართველი გუნდი ევროპარლამენტის მიერ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის რეზოლუციის მიიღებას მიესალმება. ევროპარლამენტარებმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის რეზოლუციას კენჭი გუშინ უყარეს. დოკუმენტს მხარი 304-მა დეპუტატმა დაუჭირა, 179 წინააღმდეგ გამოვიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვი ევროკავშირთან მიმართებაში „მტრულ პროპაგანდას“ ატარებს და ის ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონტრპროპაგანდის პროექტების დამატებითი დაფინანსებისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში