ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა

11 აგვისტო 2021, 10:57 645 ნახვა

ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას სიენენი ადგილობრივ მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 25 ჯარისკაცია, რომლებიც ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყნენ ჩართული.

ჩრდილოეთ ალჟირის ტყეებში ორშაბათს ათობით ხანძარი გაჩნდა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა ტყეებს ცეცხლი განგებ წაუკიდეს.

„მხოლოდ კრიმინალები შეიძლება იდგნენ ერთდროულად დაახლოებით 50 ხანძრის გაჩენის უკან,” - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ხანძრებს ალჟირის სულ მცირე 16 პროვინციაში ებრძვიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი