თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სტიქია კვლავ მძვინვარებს მუღლასა და ისპარტას პროვინციების ექვს კერაზე. მისივე თქმით, 28 ივლისს დაწყებული ტყის ხანძრების 223 კერიდან სულ 217 კერა არის კონტროლქვეშ.
მინისტრის თქმით, ამჟამად ქვეყნის ტერიტორიაზე არ არსებობს ტყის ხანძარი, რომელიც დასახლებებს უქმნის საფრთხეს.
მუღლას პროვინციაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს სატყეო მეურნეობის ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ ხე დაეცათ. ამჟამად ტყის ხანძრებთან ბრძოლა 6 რაიონში გრძელდება.