თურქეთში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩამქრალია

05 აგვისტო 2021, 18:49 1155 ნახვა

თურქეთის მუღლას პროვინციაში თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სადგურიდან ქიმიური ნივთიერებების გაჟონვა არ მომხდარა. ტყის ხანძარი  თბოელექტროსადგურს ორი დღის წინ მიუახლოვდა, რის გამოც თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. „თბელექტროსადგურის ეზოში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. სადგურზე აფეთქება არ მომხდარა და ქიმიური ნივთიერებები არ გაჟონილა“, – ნათქვამია მუღლას მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრებს უკვე მეცხრე დღეა ებრძვიან. გასული ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ცეცხლის 187 კერა გაჩნდა, მათგან 15-ს ჯერ ვერ აკონტროლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი