შემთხვევების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მეოთხე ტალღის პიკია - თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 15:09 1414 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, შემთხვევების რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში მეოთხე ტალღის პიკია.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება გრძელდება. დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებულია 7000-მდე საწოლი და დამტებით კლინიკები ერთვებიან, რომ თუ პაციენტს სჭირდება ჰოსპიტალური მართვა იყოს ჰოსპიტალში. ემატება სასტუმროებიც.

მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ბინაზე მკურნალობს 27 000-მდე პაციენტი.

"გუშინ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, რომ ზარებზე რეაგირება არ დაგვიანდეს და მოხდეს საწყისი შეფასება.

მთავარი დაცვის საშუალება არის პირბადის გამოყენება და იმ რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც არსებობს"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, მთავრობა მუშაობს სასტუმროების დამატებაზე.  

"ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების რაოდენობა შემცირდა და სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამდენად  სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ ამაზე მეტის საჭიროება არ იქნება.

სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი