ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კურორტ გოდერძიდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვარამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. შეზღუდვის მიზეზი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლი, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობაა. სააავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.