ქობულეთის 2017 წლის ბიუჯეტი გაიზარდა

21 ნოემბერი 2016, 00:00 2643 ნახვა

ქობულეთში მუნიციპალიტეტის 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს საჯაროდ განიხილეს.  ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია და 32 300 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლისთვისაც 20 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. პრიორიტეტებს შორისაა სოფლებში საბავშვო ბაღების მშენებლობა, კანალიზაციისა და წყლის პრობლემის მოგვარებაც. ბიუჯეტის პროექტში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები. სულხან ევგენიძის განმარტებით, თანხა ახალი ბაღების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების საფუძველზე გაიზარდა.

ამავე კატეგორიაში