აჩიკო ბოლქვაძე და ანრი ფუტკარაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ

23 ივლისი 2021, 21:34 409 ნახვა

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.

4 მოჭიდავე ხვალ ფინალურ ბლოკში გამოვა, სადაც 3 სპორტსმენს ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნება, ხოლო ერთი ბრინჯაოსთვის იასპარეზებს. 48კგ. წონით კატეგორიაში ლუკა ჯავახიძე ოქროსთვის ბრძოლაში თურქ სევრეტ ანგს დაუპირისპირდება.

65კგ-ში ანრი ფუტკარაძე უკრაინის სახელით მოასპარეზე იმედა ხუჯაძესთან გაარკვევს საუკეთესოს ვინაობას. 80კგ. წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი აჩიკო ბოლქვაძე ფინალში რუსეთის ნაკრების წარმომადგენელს კამალუდინ მაგომედოვს დაუპირისპირდება.

ბოლქვაძე ფინალამდე ისე მივიდა რომ არცერთ მეტოქეს ქულა არ ააღებინა. საერთო ჯამში აჩიკომ მეტოქეებთან დაპირისპირებებში 26 ქულის აღება შეძლო. 55კგ-ში თაზო ღლონტი ნახევარფინალში დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში