გართულებული ეპიდვითარება

21 ივლისი 2021, 15:07 1805 ნახვა

ეპიდსიტუაცია მძიმდება, საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა, რაც ეპიდემიოლოგების განცხადებით განგაშის ერთ-ერთი საფუძველია.

აჭარაში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ სამნიშნაა, ამის გამო რეგიონში კოვიდ კლინიკების დამატება გახდა საჭირო. ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად  იზრდება.   

ცნობისთვის დღეს ქვეყანაში კორონავირუსის  2 ათას 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოსავალს  მედიკოსები მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაში ხედავენ. 

ჯერ რეგულაციების გამკაცრებაზე კონკრეტულს  არაფერს ამბობენ, თუმცა გარკვეული რეკომენდაციის შემოღებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს გუშინ უკვე მიმართა.

სპეციალისტები მოსახლეობას სთხოვენ თავი შეიკავონ ქორწილებისა და ქელეხების გადახდისგან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი