ქორწილებსა და ''ივენთებს''  ძირითადად რეგიონებში სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“ - შოთა ბურჯანაძე

21 ივლისი 2021, 14:33 390 ნახვა

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქორწილებსა და ხალხმრავალ ივენთებს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები კვლავ აკრძალულია და იკვეთება ადმინისტრირების პრობლემა. 

''დღეს რეგულაციები არსებობს - არ არსებობს დაცვის მექანიზმი. ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“ დედაქალაქში, რეგიონში და საკურორტო ზონებში იმას არ ნიშნავს, რომ ნებადართულია. ადმინისტრირება არ ხდება ამ საკითხების. 

აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს ეხება საზოგადოების ყველა ნაწილს, დამკვეთს, რომელიც 300 და 400 კაციან ღონისძიებებს უკვეთავენ. ეს ეხება ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამ დაკვეთას იღებენ და შემდეგ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ ქორწილებში დადიან.

ეს თუ არ აღიკვეთა და ადმინისტრირება თუ არ მოხდა, დავკეტოთ-გავაღოთ, დავკეტოთ-გავაღოთ და კატა-თაგვობანას თამაში, საბოლოოდ მხოლოდ უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანს. ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რეგიონებში, ამ ყველაფერს, სახელმწიფოს წარმომადგენლები  „კრიშავენ“. მე პირადად რამდენიმე რესტორატორმა მომმართა და მითხრა, რომ ზეწოლის ქვეშ არიან ქორწილი გადაიხადონ და რა გავაკეთოო? ეს არის იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ეუბნებიან, რომ პასუხისმგებლობას იღებენ. მაღალ ეშელონზე არ მაქვს საუბარი, შეიძლება მინიმალურ წარმომადგენლობაზე იყოს. დღეს ეს უნდა დაიცვან. ამ შემთხვევაში არავის არ ვამართლებ არც დამკვეთს, არც მიმღებს და არც საზოგადოებას'' - განაცხადა ბურჯანაძემ. 

​მისივე თქმით, კიდევ ერთ ''ჩაკეტვას'' და ''ლოქდაუნს'' სახელმიწიფო ვერ გაუძლებს. 

„დღევანდელი სიტუაცია არის იმის შედეგი, რასაც არათანმიმდევრულობა ჰქვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერიმენტები ატარა. დაძაბულობა არის საზოგადოებაში და პრობლემა პრობლემად რჩება, ამოსუნთქვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. დღეს ვითარება რთულდება. საუბარი იმაზე, რომ რამე ჩაიკეტება, ამის ალბათობა ძალიან ცოტაა, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ამას სახელმწიფო ვეღარ შეძლებს. ჩაკეტვა ყოველთვის არასწორი იყო. ხშირად ვსაუბრობდით, რომ კოვიდთან ერთად თანაცხოვრება უნდა ვისწვალოთ, ეს ნიშნავს რეგულაციების დაცვას.

დღეს ლოქდაუნზე საუბარი ზედმეტია, თვითონ დაიკეტება ავტომატურად 5000-მდე რომ ავიდეს ეს ციფრი, სად გავალ და სად დავჯდები? ამას გამოცხადება არც სჭირდება. 

დიდი ხანია მესმის, რომ ბათუმში უნდა ჩავიდნენ და გააკეთონ რეიდები, მესმის, მაგრამ არ ხორციელდება.  

წარმოიდგინეთ რესტორნაში როცა მიდიხართ და 200 ან 300 კაციანი ქორწილი გხვდებათ.  თქვენ პირბადით, რომ შედიხართ და დეზინფექციას იკეთებთ. ხომ გაგიკვირდებათ? ამას უყურებ და დაუცველობა ავტომატურად გადადის'' - განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში