ქორწილები და დიდი სოციალური შეკრებები ეპიდემიის მთავარი ბუსტერია - თამარ გაბუნია

21 ივლისი 2021, 12:06 5790 ნახვა

დიდი სოციალური შეკრებები, ქორწილები და ასეთი ტიპის ღონისძიებები არის ეპიდემიის მთავარი ბუსტერი-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, არავის უთქვამს რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია. მისივე განცხადებით, დადგენილი რეგულაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

გაბუნია ამბობს, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი არ არის.

"ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა მოსახლეობის მხრიდან შეზღუდვების მოხსნაზე. სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური ლოქდაუნის შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა და იმ რეგულაციების აღსრულება რაც ძალაშია"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი