სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ გაიხსნა. სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის შტაბი, პირველი ქვეითი ბრიგადა, განათლების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას. „ბასიანი 2021“ ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სწავლება მიზნად ისახავს კომპონენტების დახვეწას, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს.