საქართველოს პრეზიდენტი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა - ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა.
ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აღინიშნა საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ინდოეთს აქვთ შესაძლებლობა გააღრმაონ თანამშრომლობა მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში.