აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს "საქართველოსთვის ძალიან სამწუხარო დღეს უწოდებს". მისი თქმით, აშშ-მ ბევრი იმუშავა სამართალდამცავ უწყებებთან, რათა გაეუმჯობესებინა მასებთან გამკლავების შესაძლებლობები.
დარწმუნებულია რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არც ერთ ვითარებაში, მათ შორის ძალადობრივ ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებდნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წაახალისა 5 ივლისს აგრესიული ჯგუფების ძალადობა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, დეგნანმა უპასუხა, რომ "პრემიერმინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვისა და აგრესიის შეკავების კუთხით. სამწუხაროა, რომ ასეთი წამყვანი როლი ვერ დავინახეთ". - თქვა აშშ-ის ელჩმა.