შუახევშში 2017 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოხდა. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურას, წყალმომარაგებას და სოციალურ საკითხებს დაეთმობა. გასულ წელთან შედარებით წელს ბიუჯეტი გაიზარდა, რაც საფინანსო სამსახურის უფროსის განმარტებით ,საშემოსავლო გადასახადების ზრდამ გამოიწვია. 2017 წლის ბიუჯეტი 8 მილიო 177 ათას ლარს შეადგენს. საკრებულო შენიშვნებისათვის 25 დღიანი ვადა აქვს, ხოლო საბოლოო ანგარიში 31 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.