ისრაელში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

07 ივლისი 2021, 18:45 734 ნახვა

ისრაელის მე-11 პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იცხაკ ჰერცოგი  შეუდგება.ინაუგურაციის ცერემონია ისრაელის პარლამენტში- ქნესეთში გაიმართება. იგი  ფიცს 107 წლის საოჯახო ბიბლიაზე დადებს, რომელიც თავის დროს მამამისმა, ისრაელის მე-6 პრეზიდენტმა ინაუგურაციისას გამოიყენა. ფიცის დადების შემდეგ, ახლად არჩეული პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს ქნესეთს. იცხაკ ჰერცოგი  ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის მე-11 პრეზიდენტად 2 ივნისს აირჩია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში