პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

07 ივლისი 2021, 13:17 854 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლონელი ტურისტის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

პროკურორის განცხადებით,ბრალდებული წარსულშიც ნასამართლევია ყაჩაღობისთვის. მისივე განმარტებით, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება გააგრძელოს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 5 ივლისს, თბილისში თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და მისი მოკვლა განიზრახა. გიორგი ხმალაძეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

საქმეზე წინასასამართლო პროცესი 26 აგვიტოს დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი