ნიდერლანდებში ერთ-ერთი ღამის კლუბი კოვიდ-19-ის აფეთქების კერად იქცა

06 ივლისი 2021, 18:36 863 ნახვა

ნიდერლანდების ქალაქ ენსჰედეში წვეულების შემდეგ კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ინფიცირებულია 180 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პაციენტებს COVID-19 ღამის კლუბში გადაედოთ. წვეულებას 800-მდე ადამიანი ესწრებოდა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, კლუბის პერსონალის ტესტების პასუხები უარყოფითია, ამიტომ დიდი ალბათობით, ინფიცირებული სტუმრებს შორის იყო. კლუბში შესვლამდე სტუმრებს კოვიდსერტიფიკატებს უმოწმებდნენ, ასე რომ, ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოახერხეს შენობაში ინფიცირებულმა ადამიანებმა მოხვედრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი