ავიაიერიშები ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე

04 ივლისი 2021, 12:10 1428 ნახვა

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.  ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტებზე.

თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშები ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით აალებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა. პალესტინური მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი