ყაბარდო-ბალყარეთში კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, ხუთი მებრძოლი მოკლეს. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ლიკვიდირებული მებრძოლები ტერორისტული დანაშაულის ჩადენას გეგმავდნენ.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ ნალჩიკის გარეუბანში, ერთ-ერთ სახლში შეიარაღებულ მებრძოლებს ალყა შემოარტყეს და დანებება მოსთხოვეს, თუმცა საპასუხოდ ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ნალჩიკის გარეუბანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იყო გამოცხადებული.