არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა კაცური ღირსება და ქალური სოლიდარობა ჟვანიასთვის ბოდიში მოეხადა - ირაკლი კობახიძე 

30 ივნისი 2021, 16:38 1399 ნახვა

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ირაკლი კობახიძე წერს, რომ არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა.

''ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და 10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:

- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);

- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;

- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;

- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება...

ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება - რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.

თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა'' - წერს კობახიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი