დანაკლისი ვაქცინებზე - საკითხს აუდიტის სამსახური ისევ სწავლობს

29 ივნისი 2021, 15:02 665 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ''ასტრაზენეკასთან'' დაკავშირებულ ხარვეზებს აუდიტის სამსახური ისევ სწავლობს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.

თამარ გაბუნიას თქმით, დოზების დაკარგვაზე საუბარი უტრირებულია, დანაკარგი კი ვაქცინაციის პროცესში ჩვეულებრივი მოვლენა. 

განმარტავს, რომ „დოზის დანაკარგი“ პროგნოზულად 15%-ია, თუმცა „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში დანაკარგის ოდენობამ 3%, „ფაიზერის“ შემთხვევაში კი 0,3% შეადგინა, რასაც საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად მიიჩნევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი