დანის პირზე მივდივართ - ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციაზე

29 ივნისი 2021, 12:52 907 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ზაფხულში ეკონომიკა იხსნება, მაგრამ აუცილებელია რეგულაციების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება. 

​ამირან გამყრელიძის თქმით, სიფრთხილე აუცილებელია. 

''ჩვენ ახლა ''ოქროს შუალედს'' გავდივართ, დანის პირზე მივდივართ. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ზაფხულია, აუცილებელია, რომ მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, მაგრამ მნიშვნელოვანი ყველა რეგულაციის და რეკომენდაციის დაცვა, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდეს.  

ჯერ-ჯერობით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დგას ერთ ნიშნულზე. თუ არ ჩავთვლით დღევანდელს, რომელსაც სამშაბათის სინდრომს ვეძახით. ვინც შაბათ-კვირას ვერ მივიდა გამოკვლევაზე, ორშაბათობით მიდის. ამიტომ არის დღეს შედარებით მაღალი მაჩვენებელი, კვირის განმავლობაში ის ქვემოთ მოდის. 

ინციდენტობის და დადებითობის მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე ნიშნულზე მერყეობს. არც იმატებს და არც მცირდება, აქედან გამომდინარე სიფრთხილე აუცილებელია'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში