ვარშალომიძის გადაწყვეტილება

17 ნოემბერი 2016, 00:00 3766 ნახვა

ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შევა - ამის შესახებ ვარშალომიძემ განცხადება დღეს გააკეთა. ვარშალომიძემ ბოდიში მოუხადა ამომრჩეველს და განაცხადა, რომ ვერ დაიცვა მათი ხმები. მისი განცხადებით, ის რჩება პოლიტიკაში, რჩება გუნდში და აქტიურ ურთიერთობას გააგრძელებს ამომრჩევლებთან. ლევან ვარშალომიძეს უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. “ნაციონალური მოძრაობა”  საკანონმდებლო ორგანოში 5 მანდატით იქნება წარმოდგენილი და ერთი ფრაქცია ეყოლება, რომელსაც ელგუჯა ბაგრატიონი უხელმძღვანელებს. 

ამავე კატეგორიაში