ევროპის ჩემპიონატი - მერვედფინალური შეხვედრები

27 ივნისი 2021, 12:05 1189 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის პირველი მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იტალიის ნაკრები  ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ანგარიშით 2-1 იმარჯვა.  მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0-0 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში იტალიელთა მხრიდან პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

მალევე იტალიელმა ფეხბურთელებმა მეორე გოლის გატანაც მოახერხეს და სხვაობა ორბურთიანი გახადეს. ავსტრიის ნაკრებმა დარჩენილ დროში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.  მეორე მერვედფინალური შეხვედრა უელსისა და დანიის ნაკრებებს შორის გაიმართა, სადაც დანიელებმა სრული უპირატესობით 4-0 იმარჯვეს.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრები დღესაც გაიმართება, ნიდერლანდები ჩეხეთს, ხოლო ბელგია პორტუგალიას დაუპირისპირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი