კორუფციის დონით საქართველო ევროპასა და აზიაში შესწავლილი 42 ქვეყნიდან მეოთხე ადგილზეა. გერმანიის, შვედეთის და შვეიცარიის შემდეგ 12 პროცენტიანი მაჩვენებლით, საქართველოში გამოკიტხული მოქალაქეების მხოლოდ 12 პროცენტი აცხადებს, რომ საჯარო სამსახურებში მომსახურებისთვის ფული გადაიხადა. კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ პროექტის ` კორუფციის გლობალური ბატომეტრი” ფარგლებში ჩაატარა. გამოიკითხა 60 ათასი ადამიანი. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობამ არ იცის კორუფციის აღმოჩენის შემტხვევაში რა რეაგირება მოახდინოს. არასამტავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას საგანმანათლებლო ღონისძიების განხორციელების რეკომენდაციას აძლევს.