მესის საჩუქარი ნონა გაფრინდაშვილს

17 ივნისი 2021, 14:34 964 ნახვა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჭადრაკში ნონა გაფინდაშვილს80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ავტოგრაფიანი მაისური გამოუგზავნა. იუბილარს საჩუქარი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გადასცა.

როგორც ცნობილია, ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი