იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უზენაეს სასამართლოში დასანიშნ ცხრაკაციან სიას უყარეს კენჭი.
უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი.
საბოლოო გადაწყვეტილება ახლა საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს.