აჭარაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17 ივნისი 2021, 11:06 1080 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდი კიდევ 38 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 73 პაციენტი. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა.

 ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 234 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 58, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9 პირი.

602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 - თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 122, პირი, აჭარაში - 1 469.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი