საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 18.
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 31 350 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 359, „პისიარ“ ტესტით – 13 991.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,36%, ბოლო 14 დღის – 2,49%, ბოლო 7 დღის – 2,4%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 356 920 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 342 720 გამოჯანმრთელდა, 5 114 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 221 156 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 302.