საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა - ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 14:58 1051 ნახვა

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ყველას მხრიდან შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს მიეცეთ ბავშვებთან მშვიდად მუშაობის საშუალება.

მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ზრუნვის სააგენტოს, „იუნისეფის“ „ვორლდ ვიჟენის“ და საპატრიარქოს აქტიური ჩართულობით.

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და ბავშვთა უფლებები. მიმდინარეობს დამატებით კიდევ გაცნობა ყველა იმ საჭიროებაზე, რაც ნინოწმინდაშია.

ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, რაზეც არაერთი შეხვედრა გაიმართა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი