ბათუმის ''დინამოს'' შეხვედრის ბილეთების გაყიდვა ხვალ დილით დაიწყება

15 ივნისი 2021, 21:24 4837 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე გორის "დილას" მიიღებს.

მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალ 16 ივნისს დილის 10:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა Biletebi.ge -ზე შეეძლება.

Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი მხოლოდ ონლაინ გაიყიდება.

საერთო ჯამში მატჩზე დასასწრები 6690 ბილეთი გაიყიდება. ბილეთის ფასი კი: 5, 10, 15, 25 ლარი იქნება. ერთ მომხარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება.

ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე 18 ივნისს 20:30 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის სტადიონის კარი მატჩამდე 2 საათით ადრე 18:30-ზე გაიღება.

17 ტურის შემდეგ შავიზღვისპირელებს და თბილისის "დინამოს" 35-35 ქულა აქვთ, თუმცა ბათუმელები დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა. გორის "დილა" კი 26 ქულით ეროვნული ლიგის მე-5 ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში