უკრაინა დადებითად აფასებს ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმა კი ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
აქვე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში რეფორმების კურსს, იმისთვის, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან თავსებადობის სტანდარტები უფრო მეტად დააკმაყოფილოს.