აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოქმედება შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, „ცეზარის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეჩერდა.
ამასთან, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შეჩერება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ გარკვეულ ტრანზაქციებს არ შეეხება.
ცნობისთვის, „სირიის სამოქალაქო დაცვის აქტი“ იგივე „ცეზარის აქტი“ აშშ-ის კონგრესმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა. რომლითაც სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გარემოცვას, მასთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ინსტიტუტებს სანქციები დაუწესდა.
„ცეზარის აქტის“ გაუქმებას კონგრესის თანხმობა სჭირდება, თუმცა პრეზიდენტს კანონპროექტის დებულების შესაბამისად სანქციების შეჩერება შეუძლია.