დაკავება ქობულეთში – მრავალჯერ ნასამართლევმა პირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა

15 ნოემბერი 2016, 00:00 4412 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. მისი დაკავებისას, ორმხრივი სროლა გაიმართა. რომლის დროსაც, გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „ბაიკალის“ სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო“. შსს ცნობით, გამოძიება პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. საქმეს  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველო იძიებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი