ტრენინგები სამუშაოს მაძიებლებისათვის. მონაწილეებს გადამზადების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმში, რომელსაც 15 ივნისს აჭარის დასაქმების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართავს.
ფორუმზე აჭარაში მოქმედი 40 მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი ვაკანსიებს სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამშენებლო, საკრუინგო და საბანკო სფეროებში წარმოადგენს.