გერმანელი ექსპერტების დასკვნით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, კერძოდ, AstraZeneca-სა და Pfizer-ის კომბინაცია დაავადებისგან უფრო ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს. ზაარლანდის უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ განხორციელებულ კვლევაში მონაწილეობა 250-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც სამ ჯგუფად დაყვეს.
პირველი ჯგუფი მხოლოდ AstraZeneca-ით აცრეს, მეორე BioNTech/Pfizer ით, ხოლო მესამე ჯგუფმა ჯერ მიიღო AstraZeneca-ს ერთი დოზა, ხოლო შემდეგ BioNTech/Pfizer. კვლევებით ასევე დადგინდა, რომ BioNTech/Pfizer-ის ორივე დოზა უფრო ეფექტურ დაცვას ქმნის, ვიდრე AstraZeneca-ს ორი დოზა.