ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია სხალთის ხეობაში. სოფელ ყინჩაურის მცხოვრები 60-მდე ოჯახი შუახევ ჰესის მშენებლობის შეჩერებას და დაუყონებლივ განსახლებას ითხოვს. აქცია მათ იმ იმედით შეწყვიტეს, რომ ამ კვირაში მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდებიან და პრობლემის გადაჭრის გზას ერთად იპოვიან.