ასეთ დროს გადადგომა ბრძოლის ველის დატოვებაა - ნათია თურნავა 

07 ივნისი 2021, 13:10 791 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა მკვეთრი განცხადება გაეკეთებინა. ნათია თურნავას თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებს.

''ისე აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რომ თითქოს ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მათ შორის მან გადადგომა შეაფასა ღალატის ტოლფას საქციელად. ვფიქრობ, ყველა კითხვაზე ამ თვალსაზრისით პასუხი გაცემულია.

ჩემი პირადი მოსაზრება თუ გაინტერესებთ - ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რა მომენტში მოხდა გადადგომა. გადადგომა მოხდა საკმაოდ დინამიურ და რთულ მომენტში, როდესაც იყო პოლიტიკური დაძაბულობა და კრიზისი. ასეთ დროს პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და მის ხელმძღვანელს - პრემიერ-მინისტრს. ასეთ დროს გადადგომა ეს არის ბრძოლის ველის დატოვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი