დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს

06 ივნისი 2021, 20:23 900 ნახვა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებით, შესაძლოა, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა კვლავ მიიღოს. დონალდ ტრამპმა  ბაიდენის ადმინისტრაცია ამჯერადაც გააკრიტიკა და ისინი დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურებაში დაადანაშაულა. თავის სიტყვაში ტრამპმა აგრეთვე გააკრიტიკა მისი კომპანიების წინააღმდეგ დაწყებული ფინანსური გამოძიება. ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, ეს დემოკრატების მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობაა.  

ტრამპი "კოვიდ-19-ის" წარმოშობის შესახებ გამოძიების საკითხსაც შეეხო და ჩინეთი ვირუსის გავრცელებაში კვლავ დაადანაშაულა, უფრო მეტიც, ოფიციალური პეკინისგან 10 ტრილიონი დოლარის გადახდა მოითხოვა, რათა შეერთებულმა შტატებმა პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზარალის აღდგენა მოახერხოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი