არსებობს თუ არა კავშირი გიორგი გახარიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სავარაუდო გეგმაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით შესაძლოა ხელისუფლების აყირავება გამოეწვია? საქმე ეხება 17 თებერვლას, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე კიევიდან მიღებულ ინფორმაციას.
კობახიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. ბრალდების ადრესატები ოცნების თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.