არსებობს თუ არა კავშირი გიორგი გახარიასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის სავარაუდო გეგმაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძის თქმით შესაძლოა ხელისუფლების აყირავება გამოეწვია? საქმე ეხება 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე კიევიდან მიღებულ ინფორმაციას.ოცნების თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას", გეგმის სისრულეში მოყვანისთვის, რომელიც ხელისუფლების აყირავებას ისახავდა მიზნად და ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარფიდან საქართველოში შემოსვლას, 2 დღე სჭირდებოდა.
ამავე დროს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის 2-3 დღით გადადებას ითხოვდა.აცხადებს, რომ ეჭვები, ერთმანეთის მსგავსმა განცხადებებმა გამოიწვია.