„სინოვაკის“ დოზები თბილისში საკმარისია, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინებზე მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად ვაქცინაციის პროგრამაში სამედიცინო დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება.მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, „ფაიზერთან“ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულებულია.