გაერო-ს გენერალურ მდივანს ივნისში აირჩევენ

02 ივნისი 2021, 17:48 770 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნები ივნისში გაიმართება. ამჟამად ერთადერთი კანდიდატი მოქმედი ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეშია. ამის შესახებ გაერო-ში ესტონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სვენ იურგენსონმა განაცხადა.პირველი ივნისიდან ესტონეთი ერთი თვის განმავლობაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს. იანვრის დასაწყისში ანტონიო გუტერეშმა გენერალური ასამბლეისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს. გუტერეშის პირველი ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში