თურქეთი ისრაელს მცდარ პოლიტიკაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

02 ივნისი 2021, 17:47 1257 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთთან ჯანსაღი ურთიერთობების წარმოებისთვის ისრაელმა თავის მცდარ პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მთავრობის ფორმირება ისრაელის შიდა საკითხია და მთავარი არა ის არის, თუ ვინ შექმნის მთავრობას, არამედ როგორ პოლიტიკას გაატარებს ის. „ისრაელის პალესტინელებზე თავდასხმებს ბოლო უნდა მოეღოს. ისრაელმა ასევე უარი უნდა თქვას ისეთ ნაბიჯებზე, რომელსაც პალესტინისა და ისრაელის კონფლიქტის დარეგულირებისა პროცესის შელახვა შეუძლია. სამშვიდობო პროცესისკენ დაბრუნებაა საჭირო“, - აღნიშნა  ჩავუშოღლუმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში