თეთრი სახლი - JBS-ის წინააღმდეგ კიბერთავდასხმა სავარაუდოდ, რუსეთიდან განახორციელდა

02 ივნისი 2021, 10:58 742 ნახვა

მსოფლიოს უდიდესმა ხორცის გადამამუშავებელმა კომპანია ჯიბიეს-მა აშშ-ის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება ჩაშალა, დგას კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთშია განთავსებული, უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

თეთრი სახლის პრესსპიკერის კარინ ჟან-პიერეს თქმით, შეერთებული შტატები რუსეთის მთავრობას დაუკავშირდა და ფაქტს „ეფბიაი“ იძიებს.

ცნობისათვის, ჯიბისი-ზე კიბერ შეტევა კვირას განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, თავდასხმამ ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში მათი აიტი სისტემები დააზიანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი