ისრაელში კოვიდშეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდა

01 ივნისი 2021, 14:29 902 ნახვა

ისრაელში  დღეიდან  თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა გაუქმდა.  ერთადერთი რეგულაცია, რომელიც დარჩა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაა.

მოქალაქეებს საზოგადოებრივი ღონისძიებებსა და დაწესებულებებში სტუმრობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა აღარ მოეთხოვებათ.

განათლების სამინისტროს განცხადებით, პირბადის ტარება სავალდებულოა საკლასო ოთახებში, ლექციების დარბაზებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერ  სხვა დახურულ საჯარო შენობაში, აგრეთვე სტუდენტთა ტრანსპორტირებისას საზოგადოებრივ სატრანსპორტო საშუალებებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში