აშშ-ის პრეზიდენტმა ასეანის ლიდერთა 47-ე სამიტზე დასწრების შემდეგ მალაიზია დატოვა. ტრამპმა მალაიზიაში სავაჭრო შეთანხმებები გააფორმა და ივლისში ტაილანდსა და კამბოჯას შორის გაფართოებული ზავის ხელმოწერას შეუერთდა, რომელიც მისი შუამავლობით ივლისში დაიდო.
თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებამ „მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა“. ტრამპი ორშაბათს ტოკიოში, საიმპერატორო სასახლეში იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს და იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს სანაე ტაკაიჩის პირველად შეხვდება. იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სანაე ტაკაიჩი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს აირჩიეს. ის იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერია.